0 %
  • 2 24 30 60
აქცია

მდებარეობა

არაყიშვილი რეზიდენსი მდებარეობს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, დიმიტრი არაყიშვილის ქუჩაზე, ვაკის ცენტრში. საცხოვრებელი სახლი ადვილად მისადგომია კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ჭავჭავაძის გამზირი სულ რაღაც ათეულ მეტრშია. არაყიშვილი რეზიდენსში მოხვედრა ქალაქის სხვა წერტილიდანაც ძალიან მარტივია, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან არაყიშვილის ქუჩის გავლით.

პროექტის მახლობლად მდებარეობს: მზიურის პარკი და გეგეშიძის ბაღი, სასწავლო დაწესებულებები, გასართობი და სავაჭრო ობიექტები (ბავშვებისა თუ ზრდასრულთათვის), სპორტ-დარბაზები, მაღაზიები, კაფეები, ბარები, რესტორნები.

დასრულებამდე დარჩა

დღე

სახლის შესახებ

4 ბლოკისგან შემდგარი 14 სართულიანი შენობა არაყიშვილის ქუჩის იერსახეს ბუნებრივად ამდიდრებს. შენობის პირველი სართული, საფეხმავლო გზით და მაღალი ვიტრაჟებით ერთგვარ პასაჟს ქმნის. ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული მაღალი სვეტებით და ლითონის კონსტრუქციით შენობის ფასადი განსაკუთრებით ეფექტურია. საცხოვრებელი სახლს დახვეწილობას მატებს ლითონისა და ნაწრთობი მინის ელემენტებით გაწყობილი აივნის მოაჯირები არაყიშვილის ქუჩის მხარეს და მუქი ფერის ალუმინის კარ-ფანჯრები ფასადზე.

  • 01
  • 02
  • 03
  • 04
  • 05

კომპლექსში 84 საცხოვრებელი ბინაა. შენობის ქვედა დონეზე განთავსებულია 2 დონიანი ავტო და ველო სადგომები, ეზოში - სპორტული მოედანი. გამწვანებულ და კეთილმოწყობილ ეზოს ქუჩისგან ელექტრონული შლაგბაუმი ჰყოფს. სადარბაზოებსა და სხვა შიდა საერთო ფართებში დაგებულია ყინვა-გამძლე კერამო-გრანიტის იატაკი, ხოლო კედლებსა და ჭერზე გამოყენებულია მაღალი ხარისხის საღებავი.

ბინებს განსხვავებული ხედვისა და გემოვნებისთვის ოპტიმალური გეგმარება გააჩნია, რაც ტიხრების განაწილების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის. მაღალ ჭერქვეშ მოქცეულია ნათელი სივრცე, გამჭოლი აივნებითა და ფანჯრებით, რომელთაც ფასადის მხრიდან საყვავილე კალათები და ტერასები ამშვენებს. შელესილ კედლებსა და მოჭიმულ იატაკში ჩადებული და გამართულია გათბობისა და ელექტროენერგიის სისტემები.

კეთილმოწყობილი ეზო

საერთო ფართები და ბინები

ეზო

ელექტრონული შლაგბაუმი შესასვლელში; მწვანე და გასართობი ზონები ბავშვებისა და მოზარდებისთვის

ლიფტი

თანამედროვე ჩქაროსნული მოდელის ლიფტები

24 საათიანი
კამერები

ცენტრალურ სადარბაზოში განთავსებული უსაფრთხოების ოფისიდან საერთო სივრცეების მუდმივი ვიდეო მონიტორინგი

სადარბაზო

ელექტრონული სისტემის კარი დომოფონით

ბინების
გეგმარება

სხვადასხვა ცხოვრების სტილზე მორგებული გეგმარება

ტერასები

ხედები ქალაქის სხვადასხვა მხარეს

ალუმინის
კარ-ფანჯარა

მუქი ფერის, ალუმინის კარ-ფანჯრები

ხანძარსაწინააღმდეგო
სისტემა

უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების სისტემა

იპოთეკური სესხის პირობები

სესხი
წლიური
6% -დან
 
ეფექტური
6.5% -დან
  • სესხის დამტკიცება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით;
  • სახლის არ აშენების შემთხვევაშიმიმდინარე სესხის განულება დაგადახდილი ძირი თანხის უკანდაბრუნება;
ვრცლად

სესხზე განცხახდების გაკეთება ხდება 2 გზით

  • შემოსავლების დადასტურებით;
  • შემოსავლების დადასტურების გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით;

სესხის პირობები

სესხის პირობები დამოკიდებულია მომხმარებელზე.

  • შემოსავლების დადასტურებით: თანამონაწილეობა 10%–დან;
  • შემოსავლების დადასტურების გარეშე: თანამონაწილეობა 30%–დან;

სესხის საპროცენტო განაკვეთი:

  • შემოსავლების დადასტურებით :წლიური 6% -დან- ეფექტური 6,5%-დან
  • შემოსავლების დადასტურებისგარეშე: წლიური 10.5%;- ეფექტური - 11.03%-დან

სესხის ვადა – მაქს. 20 წელი

დაგვირეკეთ

2 24 30 60

  • პროექტს სრულად აფინანსებს საქართველოს ბანკი

  • პროექტის მარკეტინგისა და გაყიდვების მართვა - კოლიერს ინთერნეიშენალი

  • პროექტს აშენებს ანაგი ქონსთრაქშენი